ნაცატუს ბაღის ყოფილი გამგე: “სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება”

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, ნაცატუს უბნის საბავშვო ბაღის ყოფილმა გამგემ, რომელიც თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შემდეგ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, სასამართლო მოიგო. ირმა ნაჭყებიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის მიხედვით, მისი თანამდებობაზე აღდგენა 14 დღის ვადაში უნდა მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.

ირმა ნაჭყებია აცხადებს, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით კვლავ სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

“ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან ჩემი მეუღლე “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი იყო. მე ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობის აღდგენისთვის”, – განაცხადა ნაჭყებიამ.

იმავდროულად, მოსარჩელე მხარე კი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი