ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების ლევან კონჯარიას და სანდრა რულოვსის საარჩევნო ბანერები შავი საღებავით დააზიანეს.
როგორც “Newsportal.ge”-ს პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა თემურ ბასილაიამ განუცხადა, ბანერები სავარაუდოდ, წუხელ გვიან ღამით დააზიანეს.
“მსგავსი ფაქტები 2014 ლის თვითმმართველობის არჩევნებზეც ხდებოდა, ეს არის ჩვეული ხერხი ამ ხელისუფლების, მსგავსი მეთოდებით გვებრძვიან. მაშნაც მივმართეთ სამართალდამცველებს, მაგრამ არაფერი გამოუძიებიათ, ახლაც შევიტანეთ განაცხადი პოლიციაში”, – აღნიშნა ბასილაიამ.