ზუგდიდში არჩევნები დარღვევებით დაიწყო

დღეს დილიდან, ხმაური იყო ზუგდიდის მე-13 უბანზე, სადაც კენჭისყრის პროცედურა დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით ხმაურის ფონზე დაიწყო.

როგორც “newsportal.ge”- სთან საუბრისას თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებელი ეგნატე შამუგია განმარტავს, ამის მიზეზი რამდენიმე გარემოება გახდა.

„ჯერ იყო და  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა, შემდეგ უბანზე მოვიდნენ გაურკვეველი პირები, რომლებსაც არ ქონდათ ბეიჯეები და ჩვენი უბნის კომისიის თავმჯდომარეს  მითითებებს აძლევდნენ თუ როგორ უნდა ემუშავა. მოგვიანებით შეიქმნა უკვე ტექნიკური პრობლემები, რის მოგვარებასაც დილიდან ორი საათის განმავლობაში ვცდილობდით და როგორც ხედავთ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო წილისყრის პროცედურა“, – განაცხადა შამუგიამ

უბანზე შექმნილმა ვითარება ამომრჩევლების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც ითხოვდნენ, რომ დროულად გახსნილიყო უბანი და ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებით.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მე-13 უბნის გარდა კენჭისყრის პროცედურა დაგვიანებით კიდევ  7 საარჩევნო უბანზე დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი