IDFI-მა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია დააჯილდოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა.

როგორც “newsportal.ge”-ს ადმინისტრაციიდან აცნობეს, სიგელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გადასცა.

მათივე ინფორმაციით, ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ 2016 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა 55-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის საჯარო ინფორმაციის გაცემის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას.

IDFI-იმ გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით 19 ჯერ მიმართა და ყველა შემთხევაში სრულყოფილი პასუხი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით მიიღო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი