ფოთის ცენტრალურ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, ძუკუ ლოლუას სახელობის სკვერში დაიდგა ახალი სკამები, დამონტაჟდა განათება, მოეწყო ბორდიურები და სავალი ბილიკები. პროექტის ფარგლებში , ასევე, მიმდინარეობს შადრევანის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.