დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

სინოპტოკოსები 20-23 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

“შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი