პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატურას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა.

კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კენჭისყრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს და მათ მიერ  დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი