თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი, რომელიცანკარაშ მძიმედ დაჭრეს, გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როცა ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა.
“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, – დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია.
რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია.