ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი სრულად თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.