ზვავს მესტიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტში ზუგდიდი–ჯვარი –მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე ხაიშის ტერიტორიული ერთეულის მონაკვეთზე  დიდთოვლობის გამო ზვავი ჩამოწვა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, რომელიც მესტიიდან ზუგდიდის  მიმართულებით მოძრაობდა.

მისივე ცნობით, გადაუღებელი თოვისა და ქარის გამო სოფელ ბარჯაშში ცენტრალურ გზაზე ზვავი ჩამოწვა,  მძღოლი გზის დასათვალიერებლად გადმოვიდა მანქანიდან და ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხელმეორედ ჩამოწვა ზვავი და მამაკაცი მოიყოლა.

 ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი