ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. რეაბილიტირებული გზა დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მოადგილესთან, მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდოამრესთან ერთად გახსნა. ასფალტო-ბეტონის გზასთან ერთად ჭკადუაშში მოეწყო სანიაღვრეები.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 430 000 ლარი შეადგინა. ჭკადუაშის გზის რეაბილიტაციის, ბოლო მესამე ეტაპი 2017 წელს დასრულდება.
ჭკადუაშის საავტამობილო გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და გადაადგილებას ართულებდა. გზის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას ჭკადუაშის მოსახლეობამ მიმართა.