ოდიშში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდში. სამ კაციანმა ყაჩაღურმა დაჯგუფებამ სოფელ ოდიშში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. არსებული ინფორმაციით, სადგურის თანამშრომელმა დამნაშავეებს თანხა მისცა, თუმცა ის ცივი იარაღით მაინც დაჭრეს.

დაშავებული ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები პაციენტის მოთხოვნით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი მონაცემებით პაციენტს ტვინის შერყევა აქვს და მსუბუქადაა დაჭრილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი