სენაკში 8 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლით აღიძრა, რომელიც დაუხმარებლობას გულისხმობს.
ჩვენი იფრომაციით, ბავშვი ჯართის შეგროვების დროს მდინარე ტეხურში ჩავარდა. ეს ფაქტი ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა, თუმცა ფაქტი დამალა და შესაბამის უწყებებს არ შეატყობინა.
თვითმხილველს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდენენ, რის შემდეგაც მან დანაშაული აღიარა.
სამაშველო სამსახურები მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ 8 წლის მოზარდი 23 თებერვალს დაიკარგა. ბავშვის მამის ინფორმაციით, მოზარდი დაახლოებით, 15:00 საათზე ეზოში სათამაშოდ გავიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.
იხილეთ ლინკი ამავე თემაზე: http://newsportal.ge/mesame-dgea-senakshi-dakargul-8-tslis-mozards-edzeben/