დაკარგული ბავშვის ახლობლებმა დაკავებულის სახლის ფანჯრები ჩაამსხვრიეს

სენაკში დაკარგული ბავშვის დედა და ნათესავები საქმეზე დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ. მათ დაკავებულის სახლის ეზოში შესვლა სცადეს და სახლის ფანჯრები ჩაამსხვრიეს.

დედის განცხადებით, ის სახლის დაწვას გეგმავს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მა ამის საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით, ბავშვის ახლობლები კვლავ მდინარე ტეხურის ხიდზე დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ რომ დაკარგული მოზარდის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დაუხმარებლობას გულისხმობს.

იხილეთ ლინკი ამავე თემაზე: http://newsportal.ge/dakarguli-mozardis-natesavebma-centraluri-magistrali-gadaketes/

კომენტარები

დატოვე კომენტარი