ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, დავით კოდუასთან ერთად, გასულ წელს სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ესტუმრა.
„დღეს ვესტუმრე ოთხოზორიების ოჯახს, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა სახელმწიფოს მხრიდან ამ ოჯახის მიმართ თანადგომა და ყურადღება. დღეს დედის დღეა და ძალიან რთულია, შვილმკვდარ დედას რაიმე სანუგეშო უთხრა, მაგრამ მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევას ვახორციელებთ იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და სახელმწიფო არ შეეგუება იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას. ამ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედები არიან პირველები მათ რიგში, ვინც იცავს მშვიდობას და კარგად ესმის, როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მან ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გიგა ოთხოზორია გასული წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში აფხაზმა ე.წ. მებაჟემ ცეცხლასასროლი იარაღით მოკლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი