შეხვედრა საჯარო სკოლის მასწავლებლებთნ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუასთან, განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.

სტუმრებმა მასწავლებლებს დედის დღე მიულოცეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

„თქვენ ცხოვრობთ და ზრდით მომავალ თაობებს იმ სოფლებში, საიდანაც რამდენიმე ასეულ მეტრში თხრილებითა და ხელოვნური ბარიერებით შემოსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორია იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფლებში – გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობა თავს გრძნობდეს მყარად, უსაფრთხოდ და ზრდიდეს მომავალ თაობებს. ჩვენ ოკუპაციას სწორედ მშვიდობით, განვითარებით ვუპირისპირდებით და თქვენი საქმიანობით აჩვენებთ იმ უხეშ ძალას, რომელმაც ეს ბარიერები გაავლო, რომ განვითარებას, ბავშვთა უფლებების დაცვას და მათ განათლებაზე ზრუნვას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი