ზუგდიდიში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ავტომობილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მეუღლე ახლდა თან, ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-დან აცნობეს, პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და შუა ხნის მამკაცი უკვე დაკავებულია. საქმე სსკ-ის 117 მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი