სენაკში დაკარგული მოზარდის ოჯახი ბრალდებულის ხელახლა დაკითხვას ითხოვს

სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის ოჯახი საქმეში ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე მიყვანას და ხელახალ დაკითხვას ითხოვს. ბავშვის ბებიას დაკავებულის მონაყოლის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მისი შვილიშვილი მოკლეს.

“რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, რა გავიგოთ? მოიყვანონ კიდევ ერთხელ და ახლიდან დაკითხონ, თქვას რა მოხდა რეალურად და როგორ”, – განაცხადა დღეს მდინარე ტეხურის ნაპირთან, შემთხვევის ადგილზე მისულმა ბავშვის ბებიამ.

ოჯახი სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვასაც ითხოვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი