საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პარკს ესტუმრა, სადაც წარმატებულ ახალგაზრდებს,მათ შორის სენაკელ მერვეკლასელ მოზარდებს შეხვდა, რომლებმაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს და “NASA”-ს კოსმიური ცენტრის უნივერსისტეტში მიემგზავრებიან.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილმა მათ მოუწოდა, იაზროვნონ თამამად, თუნდაც არასტანდარტულად და არ შეეშინდეთ სიახლეების.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, დეპუტატები და ადგილობრივი მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ.