კახაბერ ქემოკლიძე: “აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ლუკავას შეწყალების ფაქტს არ ადასტურებს”

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა დასრულდა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პატიმარ გიორგი ლუკავას შეწყალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“არც არანაირ გაცვლაზე არ ყოფილა საუბარი. საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს… შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს ე.წ. საზღვარზე დაკავებების თემასაც, რაზეც ჟენევის მოლაპარაკებებზეც იქნება მსჯელობა. რაც შეეხება დაკავებულებს, უახლოეს ათ დღეში ველით, რომ ბოლოს დაკავევულ სამ ქალბატონს გაათავისუფლებენ”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

გიორგი ლუკავას მეუღლე კი ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ იცრუა, სინამდვილეში კი მისი მეუღლე შეწყალებულია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

მომდევნო შეხვედრა გალში 25 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი