გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა, რომელიც წუხელ სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, 12 საათის შემდეგ კი გაუშვეს, დღეს დილით საპატრულო პოლიციამ ისევ დააკავა.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, ისკვლავ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაყვანილი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით.

შსს-ში ადასტურებენ, რომ გ.მ. ამჯამად დაკავებულია, თუმცა სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ.

გამოიძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს, გასაღების მიზნის გარეშე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი