გრიგოლ მიქავას დაკავების ოფიციალურ მიზეზად მცირე ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა სახელდება

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავების საკითხთან დაკავშირებით შსს-ში პირველი კომენტარი გაკეთდა.

მიქავას დაკავებასთან დაკავშირებით დეტალების გარკვევისას “Newsportal.ge”-ს ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია უწყებაში დაუდასტურეს, თუმცა დაკავებულის ვინაობის მხოლოდ ინიციალები გაასაჯაროეს, რომელიც გრიგოლ მიქავასას ემთხვევა.

“დაკავებულია გ. მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია”, – განმარტეს შსს-ში.

ცნობისთვის: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

ამასთან, შსს-ში ლევან ხვიტიას დაკავებასთან დაკავშირებითაც გაკეთდა განმარტება. უწყების ცნობით, “დაკავებულია ლ.ხ. სსკ-ის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს”.

ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი