ნინი ლომჯარია: “შიდა აუდიტის სამსახურები მუნიციპალიტეტებში არის არაეფექტიანი”

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებსა და  რეგიონის თვითმმართველობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო ადუტის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, ხარვეზები რომლებიც სახელმწიფო აუდიტმა გამოავლინა, ხშირად მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის საქმიანობისას არაა დაფიქსირებული, რაც მათ გადამზადებას საჭიროებს.

„ძირითადად საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების არასათანადო განკარგვა ან აღრიცხვა, დაუსრულებელი საბიუჯეტო პროექტები, შეწყვეტილი პროექტები, ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები, არასათანადო ექსპერტიზა და სხვა ტიპის დარღვევები, ტენდენციები, ხარვეზები, რაც გულისხმობს, რომ ეფექტიანად, შედეგიანად და ეკონომიურად არ ხდება ხოლმე ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვა და შესაბამისი ხარისხის მიღება. ამასთან, იმ პრობლემატური საკითხების დიდი უმრავლესობა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავლენს, 90%-ის შემთხვევაში შიდა აუდიტების მიერ აღმოჩენილი არ არის, რაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა , მიუთითებს, რომ ეს სამსახურები არის არაეფექტიანი. თუმცა, ჩვენ დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია, შესაბამისი ტრენინგები ჩავუტაროთ მათ“, – განაცხადა გენერალური აუდიტის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი