ანა წითლიძე: “დენდროლოგიური პარკის მშენებლობა შეჩერდა, პარალელურად მიმდინარეობს განმუხურელებზე ზეწოლა”

„ნაციონალური მოძროაბის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ანა წითლიძის მტკიცებით, განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა შეჩერდა.

როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წითლიძემ აღნიშნა, მათი ინფორმაციით, მშენებლობა კერძო დავის გამოა შეჩერებული, რის პარალელურადაც ხელისუფლება მიწების დაბალ ფასად გაყიდვის მიზნით მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც მიწები სწორედ დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს, ზეწოლას ახდენს.

„ე.წ. „ტყის ძმების“ მეთაური დავით შენგელია და გუბერნატორი ლევან შონია ახორციელებენ ზეწოლას მოსახლეობაზე, რათა მათ მიწები დაბალ ფასად გაყიდონ ან დათმონ. გარდა ამისა, 100-ზე მეტი ადგილობრივი უკვე დაიბარე ს და დაკითხეს ფინანსურ პოლიციაში. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ ამ თემით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანებისუფლებების დასაცავად“, – განაცხადა წითლიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი