გუბერნატორის ადმინისტრაცია: “განმუხურში პარკის მშენებლობა არ შეჩერებულა, სხვა ბრალდებებიც აბსურდულია”

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმუხურის მცხოვრებლებზე ზეწოლისა და დენდროლოგიური პარკის მშენებლობის შეჩერების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსრუდრულს უწოდებენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეს არის აბსურდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევთ, უფრო დამაჯერებელი ლეგენდები შეთხზან. პარრკის მშენებლობა არ დასრულებულა, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები ხორციელდება, მით უმეტეს აბსურდია მოსახლეობაზე ზეწოლა. ნებისმიერ განმუხურელს შეგიძლიათ ჰკითხთ, არის თუ არა ზეწოლის შესახებ ინფორმაცია სწორი და ნებისმიერი მათგანი დაგიდასტურებთ, რომ ტყუილია“, – განაცხადა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძროაბის“ ზუგდიდის ოფისში დღეს ბრიფინგი ჩატარდა, რომელზეც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა შეჩერდა, რაც კერძო დავას უკავშირდება, რის პარალელურადაც ე.წ. “ტყის ძმების” მეთაური დავით შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწების მფლობელ მოსახლეობაზე მიწების დაბალ ფასად დათმობის მიზნით ზეწოლას ახდენენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი