საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ზუგდიდიც შეუერთდა.
დადიანების სასახლის ეზოში საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი შეუერთდა.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ ზუგდიდის მერიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, კულტურის ცენტრ ,,ოდიშისა“ და რადიო “ათინათის” მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფ ,,კომუნას“ ხელმძღვანელობით ჩატარდა.