სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ და მოადგილემ მამუკა წოწერიამ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
დღეს, გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან ე.წ. აფხაზმა მებაჟემ მოკლა.