რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა წყაროზია გათავისუფლებულია

რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 21 წლის ხვიჩა წყაროზია გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ წყაროზიას ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა” ედებოდა ბრალად. რამდენიმე დღის წინ დაკავებულის მამა გალის შეხვედრის მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს შეხვდა და შვილის დაკავების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მამა აცხადებდა, რომ ხვიჩას გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათას რუსულ რუბლს სთხოვდნენ, რისი მხოლოდ ნაწილის მოგროვებაც შეძლო, დანარჩენი ნაწილის ნაცვლად კი ერთ-ერთი აფხაზი ე.წ. დეპუტატის სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობა მოსთხოვეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი