ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წევრები, საქართველოში ჩეხეთის ელჩთან ტომაშ პერნიცკისთან და ზუგდიდის გამგებლის მოადგილესთან ერთად, სოფელ ხურჩაში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ. სენატორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ხურჩაში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატორები პიტერ კოლიბა, იან ზალოუდიკი, ირჟი ვოსეცკი, იაროსლავ მალი, ვაცლავა ბრაბცოვა იმყოფებოდნენ.
ჩეხეთის სენატის წევრები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვიდნენ და 16 ივნისამდე დარჩებიან, მათ შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პარლამენტში.