ჩეხეთის სენატორები გუბერნატორის მოადგილეს და ზუგდიდის მერს შეხვდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ კოლიბა, მის მოადგილეებთან ამავე კომიტეტის წევრებთან და საქართველოში ჩეხეთის რებპუბლიკის ელჩთან  ტომაშ პერნიცკისთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით კოდუას,  ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს ნუგზარ გაბელიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას. გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქის მერმა სტუმრებს ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული რეფორმის, არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დავით კოდუა ჩეხეთის დელეგაციას სოფელ რუხში მშენებარე მულტიფუნქციურ საუნივერსისეტეო საავადმყოფოსა და с ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრზე ესაუბრა, რომელიც რეგიონებიდან მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში აშენდა და ადგილობრივებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ემსახურება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სენატორებს ქალაქსა და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარება და მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს.

ჩეხეთის სენატის წევრები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვიდნენ და 16 ივნისამდე დარჩებიან, მათ შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პარლამენტში, სენატორები დღესვე ზუგდიდის გამგებლის მოადგილესთან ერთად სოფელ ხურჩაში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი