გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში 65 წლის მამამკაცი იმსხვერპლა. მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავდა, როცა ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. რომელიც ჩახერგილი გზების გაწმენდით სამუშაოებს პირად ხელმძრვანელობდა. მძიმე ტექნიკის საშუალებით გზების გაწმენდვა მალევე მოხერხდა, არსებულ პრობლემურ მონაკვეტებზე მოძრაობა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ასევე ზუგდიდის და ხობის გამგებელი.
სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, შსს-ს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან. გზებზე არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია.
ჩახერგილი გზების გაწმენდის სამუშაოებში მძიმე ტექნიკით ჩაერთო კერძო სექტორიც. გუბერნატორმა “შარა-გზა მშენის” ხელმძღვანელობა ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული თავად ხელმძღვანელობს. შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტბშიც.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტებში, ხვალიდან ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები შეისწავლან.
ამჟამად სამეგრელოში აღარ წვიმს.