ფაზისობა 2017

ქალაქ ფოთში სახალხო დღესასწაული „ფაზისობა“ აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით,  სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.
ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეტარში ფოთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია უკვე გაიმართა. საპატიო მოქალაქის ჯილდო 20-მდე ადამიანს გადაეცა. მათ შორის საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრს – სოზარ სუბარს.
ამ წუთებში,  საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით „ქალაქის საგანძური“ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. თამაში სათავგადასავლო და შემეცნებითი ხასიათისაა.
ფაზისობის დღესასწაული  წელს საგანმანათლებლო კონფერენციას, გამოფენებს, ფლეშმობებს, კონცერტებს მოიცავს.
„ფაზისობა 2017“ გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც ცენტრალურ პარკში გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი