ზუგდიდში ეტლით მოსარგებლეებს ახალი ეტლები გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებს ახალი ეტლები გადაეცათ.

ბენეფიციარებს ეტლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ გადასცეს.

ბენეფიციარებისთვის ეტლების გადაცემის პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ახალი ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ LDC ,,CHARITY’’-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი მხარდაჭერით მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი