ნოქალაქევში საერთაშორისო ექსპედიციაში მონაწილე ყოფილი სამხედრო პირები დააჯილდოვეს

სენაკში, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე „ნატოს სართაშორისო სამშვიდობო მისიების ქართველი და ბრიტანელი ყოფილი სამხედრო პირების რესოციალიზაციის“ პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან ერთად, პროექტის 7 მონაწილე, ქართველი და ბრიტანელი ვეტერანები დააჯილდოვა.

კავკასიის სივრცეში ამ დრომდე უპრეცედენტო პროგრამა, 1 ივნისს დაიწყო. პროგრამა, არქეოლოგიურ ექსპედიციასა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მეშვეობით, ყოფილი ჯარისკაცების საომარი მოქმედებებისას მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შემსუბუქებასა და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას ისახავდა მიზნად.

საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში, ექიმების მეთვალყურეობით, სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში. პროცესმა დადებითი როლი შეასრულა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ახალგარდების ფსიქო-ემოციურ და სოციალურ რეაბილიტაციაში.

რესოციალიზაციის პროგრამაში, ჩართული იყო 4 ქართველი სამხედრო პირი და 3 ყოფილი სამხედრო პირი ბრიტანეთიდან.

აღნიშნული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ბრიტანეთის ვინჩესტერის უნივერსიტეტის, ეროვნული მუზეუმის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი