5-6 აგვისტოს ინგირში ავტო-მოტო შეჯიბრი გაიმართება

5-6 აგვისტოს, ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე გრანდიოზული ავტო-მოტო შეჯიბრი გაიმართება. 

მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

შეჯიბრში მონაწილეობას ავტო და მოტო მოყვარულები საქართველოს ყველა კუთხიდან მიიღებენ. შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ.

რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“  ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.

მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

ღონისძიების სპონსორები: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები:  Newsportal.ge, სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი,  SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge

კომენტარები

დატოვე კომენტარი