Gem Fest-დან კიდევ 6 ახალგაზრდის ჰოსპიტალიზება მოხდა

წუხელ გვიან ღამით Gem Fest-ის ტერიტორიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კიდევ 6 ახალგაზრდა გადაიყვანეს დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით. როგორც “Newsportal.ge” ექიმებმა განუცხადეს, მათგან ორს აღნიშნული დიაგნოზი მსუბუქ ფორმებსი ჰქონდა გამოხატული და ისინი მალევე გაწერეს, 4 მათგანი კი დილამდე მართვით სუნტქვაზე იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა დილიდან გაუმჯობესდა.

ამასთან, გაუმჯობესდა 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობაც, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ მსგვავსი დიაგნოზით საავადმყოფოში გუშინ დილით 22 წლის გოგონაც გადაიყვანეს, რომელიც გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი