“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტ ბაქარ კორშიას, რომელიც 3 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით განმუხურში დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. კორშია მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარითაც დაჯარიმდა.

დაკავებულის ადვოკა ნანა დარჩიას განცხადებით, ისინი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავენ და მომდევნო პროცესამდე პროკურატურასთან საპროცესო გარიგების გაფორმებაზე იმუშავებენ.

“მან მართლა არ იცოდა, თუ რა სახის ნარკოტიკთან ჰქონდა საქმე, მსუბუქი გამაბრუებელი ეგონა. აქამდე ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია. ბრალდება საკმაოდ მძიმეა და ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით”, – განაცხადა დარჩიამ.

მომდევნო პროცესი კორშიას საქმეზე 5 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი