დღეს დილიდან განახლდა მდინარე ენგურში ჩავარდნილი 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები. მესტიის რაიონის სოფელ კალაში შესაბამისი ტექნიკა და სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული, რომლებიც მდინარეშ ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანას ცდილობენ.
როგორც “Newsportal.ge”-ს მესტიის გამგებელმა კახაბერ ჟორჟოლიანმა აცნობა, მძღოლის ავტომობილში ჩარჩენის შანსი ძალიან მცირეა, რადგან დინება საკმაოდ სწრაფი იყო და მამაკაცს სავარაუდოდ, წაიღებდა.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურშ გადავარდნილი ავტომობილი ადგილობრივებმა შემთხვევით გუშინ შენიშნეს.მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა ასევე ადგილობრივია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.