ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ყველა ფლიგელის მშენებლობა უკვე დასრულდა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს    სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება  და საფეხბურთო მოედნის საფარის მოწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და   ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში  სრულდება,  7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია   1224  ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით,  ხოლო სათადარიგო  ხელოვნურით დაიფარება.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის  9 747 000 ლარი დაიხარჯება.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა  6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი