ოკუპანტების მიერ დაკავებული სოფელ ტყაიას მკვიდრი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ 9 აგვისტოს დაკავებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრი ტენგიზ მიქავა გაათავისუფლეს.

როგორც თავად მიქავა განმარტავს, ის გალის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალური მდგომარეობა აუხსნა, აღარ დაუჯარიმებიათ და გაათავისუფლეს.

მიქავა ყვება, რომ რუსი სამხედროები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მისი დაკავება სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი