Gem Fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს

Gem fest-დასაქმებულ ახალგაზრდებს ფესტივალის მთავარი შესასვლელი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ორგანიზატორებმა კუთვნილი ხელფასების მხოლოდ 20-% გადაუხადეს.

„საუბარია 42 ადამიანზე, რომლებიც შესასვლელებში ბილეთების კონტროლზე ვიყავით დასაქმებულები. 500 ლარზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული, რომელსაც სიგუას ხელმოწერა აქვს, თუმცა დღეს მხოლოდ 100-100 ლარი დაგვირიგეს. ჩვენ აქ ვდგავართ დილიდან და არავის არ შევუშვებთ ამ ტერიტორიაზე, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცაბუნია ვართაგავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი