ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიის რაიონის გამგეოიბის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

“ვერტმფრენი მესტიაში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა და მოახდინა ლოკალიზება ხანძრის, თუმცა მცირე კერები ისევ არის, რის გამოც ვერტმფრენი მესტიაში რჩება, ყოველი შემთხვევისთვის”, – განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს ცეცხლი წაეკიდა. ეროვნული სატყეიო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურაა, თუმცა უწყებაში არც მოსახლოების დაუდევრობას გამორიცხავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი