სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ, 24 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  24 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ რაიონებსა და ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებელს:

ზუგდიდი- 10:00დან 18:00 საათამდე 1093 აბონენტს სოფლებში: ჩხორია, ტყაია, ჭკადუაში; 11:00დან 18:30 საათამდე 1483აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის და ჩიტაძის ქუჩების ნაწილს, ასევე სოფლებში: ოდიში, ორულუ, დიდინეძი.

წალენჯიხა – 10:00დან 18:00 საათამდე 1119 აბონენტს სოფლებში: ლია და ფახულანში; 11:00დან 17:00საათამდე  85 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე (საწარმო), ასევე სოფლებში: ჯგალი და ლია.

მარტვილი – 11:00დან 19:00 საათამდე 954 აბონენტს სოფლებში: ბანძა, ონოღია, ნაჯახაო და მიმდებარე სოფლებში; 11:10დან 18:30 საათამდე  236 აბონენტს სოფელ ინჩხურში.

სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი