აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდის და სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

საქართველოს რკინიგზა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდის და სენაკის მიმართულებით დამატებით მატარებლებს ნიშნავს.

თბილისიდან 29 აპრილს და 1 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს ორ-ორი რეისი შესრულდება.

გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გასვლა 01:30, ჩასვლა თბილისში 07:05.

28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით კი, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით ჩაერთვება ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით.

გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25, ჩასვლა სენაკში 14:37, სენაკიდან გასვლა 19:35, ჩასვლა თბილისში 23:45.

კომენტარები

დატოვე კომენტარი