ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ შვილები სკოლაში გააცილა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა ლაშა გოგიამ შვილები სკოლაში გააცილა. მერობის კანდიდატი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

„მე და ნანამ დღეს ალექსი, ლიზი და ელენე გავაცილეთ სკოლაში. ემოციებით სავსე დღეა, გამახსენდა როგორ მიხაროდა სკოლის დაწყება, მეგობრებთან, მასწავლებლებთან შეხვედრა – ასე არიან ჩემებიც. ძალიან ბევრი ბავშვი იყო დღეს მეორე საჯარო სკოლაში, მათი გაბრწყინებული თვალების ნახვამ ძალიან გამახარა. თითოეულ მოწავლეს, მასწვლებელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს, ეს დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეს. ჩვენ ერთად შვქმნით უკეთეს ზუგდიდს, საიდანაც განათლება მიღებული ახალგაზრდები კი არ წავლენ, არამედ დაბრუნდებიან. ჩვენ დავაფინანსებთ ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებას უცხოეთში, მხოლოდ ერთი პირობით, მიღებული ცოდნა ჩვენს ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა მოახმარონ” – წერს მერობის კანდიდიატი ფეისბუქის გვერდზე.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი