პრემიერმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

რეგიონში, “ქართული ოცნებიდან” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 9 კანდიდატი იბრძოლებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლაშა გოგია დაასახელა, ხოლო მარტვილის მერობის კანდიდატად, ალექსანდრე გრიგალავა.  ხობში მერობისთვის გოჩა ქაჯაია იბრძოლებს, წალენჯიხაში კი ბესიკ ფარცვანია. ჩხოროწყუში მეორობის კანიდატი დავით გოგუაა, ხოლო აბაშაში ლევან მაკალათია. ფოთში კი მერობის კანდიდატად გოჩა კურდღელია წარადგინა.

პრემიერმა წარდგენამდე, მთავარ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და  რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. კანდიდატების წარდგენა საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი