პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი, გოჩა კურდღელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კუნძულის უბნის მოსახლეობას შეხვდა.
გოჩა კურდღელიამ ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – დავით ესებუა და ზვიად ბჟალავა წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განახორციელა. ჩემთვის პრიორიტეტია ყოველი მოქალაქის პრობლემა და ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც ქალაქის განვითარებასა და წინსვლას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ფოთელებთან ერთად შევძლებთ, ჩვენი ქალაქი უკეთესი გავხადოთ“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ფოთის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტები სწორედ მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.