გემი რომ იძირება, ვიღაცეები მიდიან, – ასე გამოეხმაურა მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ დატოვებასთან დაკავშირებით.
”ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს პარტია. ხანდახან ხდება ხოლმე, გემი რომ იძირება, ვიღაცეები მიდიან. ახლა იმედი აქვს, რომ დამოუკიდებლად შექმნის პოლიტიკურ პარტიას. მე შემიძლია წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ტყემალაძემ.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ’’ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა”, მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის თქმით: „მეტი არაფერი აღარ დარჩა უმცირესობის წარმომადგენლებს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილზე რამე ცუდი, არასწორი ილაპარაკონ. ხალხი არის ძალიან ბრძენი, ხალხს ვერავინ ვერაფერში შეაცდენს“, – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.