ლევან მაკალათია მოსახლეობას – ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის  კანდიდატი  ლევან მაკალათია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა ამჯერად, სოფელ  ნორიოს ამომრჩეველს გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს. თქვენი თანამონაწილეობით დავგეგმავთ პროექტებს, რომლებიც თქვენს ინტერესებზე იქნება მორგებული. ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანა იქნება“, – მიმართა მერობის კანდიდატმა ნორიოს მოსახლეობას.

ლევან მაკალათიამ შეხვედრა ასევე, აბაშელ პედაგოგებთან გამართა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის განათლების საკითხებთან დაკავშირებით, თითოეული პედაგოგის მოსაზრება მნიშვნელოვანია და ის მზადაა, მერად არჩევის შემთხვევაში, მათგან წამოსული ინიციატივები გაიზიაროს.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი