ჭადრაკის ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ზუგდიდის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ცერემონიალს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ესწრებოდა, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს ახალი ჭადრაკის სასახლის პროექტი გააცნო.
„მადლობა ქალბატონო ნონა, რომ ზუგდიდიელი ხართ, მადლობა იმისთვის რომ ჩვენი ქალაქი მსოფლიოსთვის ცნობილი გახადეთ თქვენი მიღწევებით. თქვენით თაობები ამაყობენ და მადლობა ამისთვის! მინდა თქვენთვის და თითოეული ზუგდიდიელისთვის სასაიხარულო ამბავი გითხრათ, ზუგდიდის მერიამ უკვე მოამზადა ჭადრაკის სასახლის პროექტი, რომელსაც ჩვენ მომავალ წელს განვახორცეიელბთ და სასახლის გავხსნის დღეს თქვენი ნებართვით გავხსნით თქვენი სახელობის ვარსკვლავს“ განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.
ნონა გაფრინდაშვილის საღამო ,,ჯიჯი-გიმნაზიაში“, საზოგადოება ზუგდიდელის ორგანიზებით გაიმართა.